istoriuli soflebi  
  
 
 

garisi

სოფელი ისტორიულ ქართლში, მდინარე ხრამის შენაკადის, ჭივჭავისწყლის მარცხენა ნაპირზე. გარისი ცნობილია როგორც ყიზილბაშური აგრესიის წინააღმდეგ მეფე ლუარსაბ I-ის უკანასკნელი, გმირული ბრძოლის ადგილი. ქართული წყაროების მიხედვით, გარისი XVII-XVIII საუკუნეებშიც არსებობდა. გარისის ძირითადი მებატონეები იყვნენ აბაშიშვილები (ბარათაშვილების განაყოფი შტო). 1699 წელს ქართლის კათალიკოსმა იოანე დიასამიძემ მანგლელ ეპისკოპოსს, გაბრიელ ჯავახიშვილს, სამწყსოდ მისცა ალგეთის გაღმა მდებარე სოფლები, მათ შორის გარისიც. ექვთიმე თაყაიშვილმა ისტორიულ გარისში მიაკვლია ეკლესიის ქვას, რომლის მხედრული წარწერიდან ირკვევა, რომ 1701 წელს გარისში წმინდა იოანე მახარებლის სახელზე ეკლესია აუგია ქაიხოსრო აბაშიშვილს და მის მეუღლეს თინათინ ამირეჯიბს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში გარისი უკვე ნაოხარი იყო და ეკუთვნოდა მანანა ორბელიანს. შემდეგ მომთაბარე თურქმანულმა ტომებმა ამ ადგილს „აღ-ბულახი“ (თეთრიწყარო) დაარქვეს. 1847 წელს იგი სამხედრო უწყებამ შეიძინა და „ბელი-კლიუჩი“ უწოდა, ახლანდელი მუნიციპალიტეტის ცენტრი თეთრიწყარო სწორედ ისტორიული გარისისა და მის მომიჯნავე ტერიტორიებს მოიცავს.

ixileT agreTve


მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი